მომსახურების პირობები
რედაქცია: 01 აპრილი, 2026
კომპანია ოფისლაინი გთავაზობთ, იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის საოფისე ნივთების ონლაინ შეძენას და უფასო მიტანის სერვისს, რათა დაზოგოთ დრო და ენერგია, რადგან თქვენთვის კომფორტის შექმნა ჩვენი საზრუნავია.
მიწოდების პირობები:
-
შეკვეთის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე;
-
15:00 საათამდე გაკეთებული შეკვეთის მიწოდება მოხდება მეორე დღეს;
-
15:00 საათის შემდეგ გაფორმებული შეკვეთის მიწოდება მოხდება მესამე დღეს;
-
შაბათი, კვირა და უქმე დღეები (მათ შორის საქართველოს ოფიციალური დღესასწაულები) არასამუშაოა — თუ მიწოდების დღე მას ემთხვევა, მიწოდება მოხდება პირველივე სამუშაო დღეს;
-
შაბათს გაკეთებული შეკვეთის მიწოდება მოხდება პირველ სამუშაო დღეს, ხოლო კვირას ან უქმე დღეს გაკეთებულის — მეორე სამუშაო დღეს (მაგ. კვირას გაკეთებული — სამშაბათს);
-
100 ლარს ზემოთ შეკვეთის მიწოდება თბილისის ტერიტორიაზე უფასოა;
-
100 ლარზე ნაკლები შეკვეთის მიწოდების ღირებულება, შეადგენს 5 ლარს.
გადახდის ფორმა:
- ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ფორმით;
- ანგარიშსწორება სასურველია განხორციელდეს შეკვეთის გაფორმებისას.
მომხმარებლების საყურადღებოდ:
- შეკვეთის მინიმალური ჯამური თანხა უნდა შეადგენდეს 50 ლარს (საბეჭდი ქაღალდის გარეშე);
- შეკვეთის განხორციელებისათვის საჭიროა საიტზე რეგისტრაცია, რამოდენიმე ველის შევსებით თქვენ გახდებით ჩვენი ავტორიზებული მომხმარებელი;
- რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ საქონლის ონლაინ შეძენის და ადგილზე უფასო მიტანის სერვისით;
- შეკვეთის დადასტურება მოგივათ ელ. ფოსტაზე, რაც ნიშნავს, რომ კომპანია მზად არის მოგაწოდოთ თქვენს მიერ შერჩეული პროდუქცია;
- შესაძლებლობა გექნებათ ჩვენს ვებ გვერდზე, თვალი ადევნოთ თქვენი შეკვეთის სტატუსს: მომზადების პროცესშია, გზაშია, მიწოდებულია;
- ჩვენს მომხმარებელს შუძლია მუდმივად აკონტროლოს თავისი ბალანსი, ჩვენს ვებ გვერდზე, სასურველი პერიოდის ჭრილში;
- ჩვენს ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია ნახოს თავისი შეკვეთების ისტორია, ასევე თავისთვის სასურველი პერიოდის ჭირლში;
- თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ყოველი მომდევნო შეკვეთა გაიმეოროთ, ღილაკზე დაჭერით: „შეკვეთის განმეორება“ და აღარ დაგჭირდებათ თქვენთვის საჭირო ნივთების ხელახლა მოძიება და შეკვეთა. ასევე გექნებათ საშუალება მოახდინოთ განმეორებული შეკვეთის კორექტირება (რაოდენობის შეცვლა, თქვენთვის არასაჭირო პროდუქციის ამოღება, ახლის ჩამატება და ა.შ.).
აქციები და ფასდაკლებები:
- ადევნეთ თვალი ჩვენი კომპანიის მიერ გამოცხადებულ ფასდაკლებებს და აქციებს და მიიღეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია კიდევ უფრო იაფად.